ტრენინგი ახალციხეში დისკრიმინაციის აკრძალვასა და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ

2014 წლის 29-30 მარტს,  არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გამართა ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების  უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.  ტრენინგს უძღვებოდნენ  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.

 

 ტრენინგი გაიმართა დემოკრატ მესხთა კავშირში და მასში მონაწილეობა 26 ახალგაზრდამ მიიღო.

 

ტრენინგის მიზანი იყო ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, დისკრიმინაციის შესახებ ცნობირების ამაღლებას.

 

ტრენინგები გაიმართა პროექტის – “ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ.