სიახლეები

09
მარტი2014

ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ

2014 წლის 8-9 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი“  ოფისში გაიმართა ტრენინგი სტუდენტებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების  უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.  ტრენინგს უძღვებოდნენ  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.

ტრენინგს ესწრებოდნენ   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები.

 ტრენინგის პირველი დღე დაეთმო საქართველოს შიდა კანონმდებლობის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების განხილვას, ხოლო მეორე დღეს განხილულ იქნა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმეები.

ტრენინგი გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“    ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.