სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას.
ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები მხოლოდ საიას თანამშრომლის ბრალეულობაზე კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საიას თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე მოვითხოვთ, რომ აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს პრესის ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (SIDA)
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
მწვანე ალტერნატივა
სხვა სიახლეები
არქივი14 იანვარი, 2021
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ
17 დეკემბერი, 2020
არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ
15 დეკემბერი, 2020
კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ
10 დეკემბერი, 2020