სიახლეები

30
იანვარი2020

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება

მთავარი არხის" მიერ დღეს, 2020 წლის 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნიკა გვარამია სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელის გიორგი რურუას წარმომადგენელი იყო, დღესვე ჩანიშნულია მისი სასამართლო სხდომაც. ინციდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია დაიკითხა თუ არა თვითმხილველი რომელიმე პირი და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით.

კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია. ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები. კოალიცია გააგრძელებს აღნიშნული ინციდენტის შესწავლას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

სხვა სიახლეები

არქივი

14 თებერვალი, 2020

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

14 თებერვალი, 2020

საქართველოს სახალხო დამცველმა მ. მუმლაძის საქმეზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს რეკომენდაციით მიმართა

13 თებერვალი, 2020

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, რაშან ზიადალიევი, სასამართლომ სრულად გაამართლა

11 თებერვალი, 2020

უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა