სიახლეები

09
თებერვალი2022

შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების შეფასება

2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირისა და აშშ-ს ძალისხმევით, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელწოდებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების სახელით არის ცნობილი.

შეთანხმება არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საწინდარი უნდა გამხდარიყო და ახალი ძალა მიეცა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესისთვის. შეთანხმების განხორციელება გულისხმობდა მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას. შეთანხმების მიხედვით, რეფორმები მოიცავდა პოლიტიკური მართლმსაჯულების, საარჩევნო, კანონის უზენაესობის და სახელისუფლებო ძალაუფლების გადანაწილების სფეროებს. რეფორმების განხორციელების ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ იყო. აღნიშნულმა პარტიამ 2021 წლის ივლისში მიიღო გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტიდან გასვლის შესახებ, რადგანაც მისი ნაწილი შესრულებულად მიიჩნია, ხოლო მეორე ნაწილის შესრულებად არა დოკუმენტის პირობა, არამედ საკუთარი პოლიტიკური ნება დაასახელა.

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, სამართლიანმა არჩევნებმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ პუნქტობრივად გააანალიზეს დოკუმენტში დადებული პირობების შესრულება პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, შესაბამისად ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, არასაკმარისი აღმოჩნდა საარჩევნო რეფორმისთვის გადადგმული ცალკეული ნაბიჯები.

გარდა ამისა, შეთანხმების მიუხედავად, დღემდე ვერ შეიქმნა ევროპის პარლამენტთან „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხუთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები უნდა დაეთმოთ.

დოკუმენტში წარმოდგენილია GDI-ს შეფასებები შეთანხმების მიხედვით პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტის სრული ვერსია