სიახლეები

02
აპრილი2021

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2020 წლის ანგარიში (სასამართლოს ნაწილი)

წარმოგიდგენთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2020 წლის ანგარიშის, სასამართლოს ნაწილის არაოფიციალურ ქართული თარგმანს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს; ტერმინი „კლანი“ ანგარიშში 9-ჯერ არის გამოყენებული; კლანი საბჭოში და სასამართლოების თავმჯდომარეების პოზიციებზე, კლანური მმართველობა და მათ მიერ კრიტიკული აზრების ჩახშობა; სასამართლოში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე; მოსამართლეთა მოწყვლადობაზე როგორც შიდა და ისე გარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ; საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამით მანიპულირებაზე; სასამართლო სისტემის არაეფექტურობაზე საარჩევნო დავებთან მიმართებაში; პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პატიმრებზე; და სხვა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის უფლებათა შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში, რომლის მომზადების დროსაც ეყრდნობა იმ წყაროებს, რომელსაც მიიჩნევს სანდოდ.

 

ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე