სიახლეები

04
ნოემბერი2019

საკონსტიტუციო სასამართლომ “აიისას” სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქმე “ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. სარჩელი შეეხება პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას, “აიისას”, რომლის მფლობელიც ორი წლის წინ საერთო სასამართლოებმა არაეთიკური რეკლამის  (პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანილი წარწერებისა და გამოსახულებების) გავრცელების გამო დააჯარიმეს.  მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში GDI წარმოადგენს, დაობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის. სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღავლისათვის. 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი) და შემოქმედების თავისუფლებას (მე-20 მუხლი), ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, არაკონსტიტუციურია საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით აღნიშნული უფლებების შეზღუდვა.  ამავდროულად, სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს (“შებღავლა”, “ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა”), რაც განუჭვრეტელს ხდის მათი გამოყენების სფეროს.ამგვარი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა კი წარმოადგენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლოდ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის განვითარებაზე.

GDI-ს მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, ხოლო მეტი ინფორმაცია “აიისას” საქმეზე ამ ბმულზე.

 

 

სხვა სიახლეები

არქივი

07 ივლისი, 2020

მედიაკოალიცია: შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს

03 ივლისი, 2020

საბოტაჟის მუხლით სუს-ში მიმდინარე გამოძიება კრიტიკული მედიის თვისუფლებაში უხეში ჩარევისა და აზრის შინაარსის კონტროლის ნიშნებს შეიცავს

02 ივლისი, 2020

GDI, ISFED და HRC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ

29 ივნისი, 2020

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ მესამე ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულები