სიახლეები

20
აგვისტო2019

კოალიცია მედიის ადვოკატირების თვის რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანსა და ეკა კვესიტაძეს კი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლებს.
 
ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებები სთვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა.
 
კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.
 
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი2-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადაც არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მითითებული.
 
კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.
 
კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია