სიახლეები

10
ივლისი2018

GDI მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

GDI-მ საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების - სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული - შეზღუდვის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

გამოძიების ქვემდებარეობის წესის თანახმად, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების ჩატარების უფლება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მთავარ პროკურორს  ანიჭებს უფლებამოსილებას გამოძიების ქვემდებარეობის დადგენილი წესის მიუხედავად საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან მეორეს გადასცეს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს  გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს.

GDI გიორგი ცერცვაძის ინტერესებს იცავს პროექტის „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ღია საზოგადოების" ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


სხვა სიახლეები

არქივი

14 ნოემბერი, 2018

რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

06 ნოემბერი, 2018

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და ამავდროულად საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია

04 ნოემბერი, 2018

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია

26 ოქტომბერი, 2018

საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია