სიახლეები

29
მარტი2014

დისკუსია ლანჩხუთში

2014 წლის 28 მარტს,  ლანჩხუთში “გურია ნიუსის” საპრესკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” გამართა დისკუსია  ჟურნალისტებისათვის დისკრიმინაციის აკრძალვის ქვეყანაში არსებულ და საერთაშორისო სტანდარტებზე; ასევე ტოლერანტობის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემებზე.

დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის მედიასაშუალებების  წარმომადგენლები.

დისკუსია განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.