სიახლეები

01
ივლისი2015

დისკუსია ამბროლაურში „ადამიანის უფლებები და ტოლერანტობა“

2015 წლის 30 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ინიციატივით ამბროლაურში გაიმართა დისკუსია სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან.

დისკუსიას უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე.

დისკუსიის თემა იყო სკოლებში ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები. საუბარი შეეხო ტოლერანტობას, დისკრიმინაციის აკრძალვასა და თანასწორობის პრინციპების სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამბროლაურის მინუცუპალიტეტის სოფლების ლიხეთის, ჭრებალოს, ხვანჭკარას, ბუგეულის, სადმელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადებული ვიდეო გაკვეთილის ნიმუშები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“.

ასევე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის თანამშრომლების დახმარებით ვიდეოგაკვეთილები გადაეცათ ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების 30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს.

ვიდეოგაკვეთილები მომზადებულია პროექტის „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით.