დისკუსია გურჯაანში

2014 წლის 1 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა“ დისკუსია გამართა ჟურნალისტებისთვის გურჯაანში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში. დისკუსიის თემა იყო დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა.

 

დისკუსიას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძემ, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი

 

ტრენინგს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლები. კერძოდ, „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“, გაზეთის „გურჯაანი“, გაზეთის „კახეთის ხმა“, ტელეკომპანია „გურჯაანის“ და ტელეკომპანია „თანამგზავრის“ წარმომადგენლები.

 

დისკუსიის ძირითადი ნაწილი დაეთმო ქვეყანაში ტოლერანტობის კუთხით არსებულ ვითარებას,  2013 წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებს, კერძოდ განხილული იყო ნიგვზიანის, სამთაწყაროს, წინწყაროს და ჭელას შემთხვევები. ასევე, რამდენიმე  დღის წინ გაჟღერებული საქართველოს მთავრობის ინიციატივა 4  რელიგიის დაფინანსების შესახებ.

 

ასევე განხილული იყო ზოგადად დისკრიმინაციის ნიშნები და დაისვა საკითხი, არის თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი დისკრიმინაციის ნიშნები ამომწურავი.

 

გარდა დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმებისა, დისკუსიაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებობს, იმ კუთხით რომ ზოგიერთი კანონი ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს. მაგალითად საგადასახადო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს ეხება და შეღავათებს უწესებს მათ.

 

საუბრისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მედიის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს.

 

დისკუსია გაიმართა პროექტის „თანასწორობის ხელშეწყობა განათლების საშუალებით“    ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საელჩოს მიერ.