სიახლეები

22
დეკემბერი2021

დებატების ტურნირი 2021

2021 წლის 21 დეკემბერს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ გამართული ფორმალური დებატების ჩემპიონატის ფინალი.

ფინალურ რაუნდში ერთმანეთს სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლისა და სსიპ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. დებატების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის გუნდი.

გამარჯვებულებს - საბა ყანჩაშვილი, ნატალი ხარაული, მარიამ წიკლაური, და მათ პედაგოგს,  ნანა გოგატიშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები  და სამახსოვრო სიგელები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილმა და საქართველოს მომავლის აკადემიის დირექტორმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ გადასცეს.

ასევე გამოვლინდა ტურნირის ხუთი საუკეთესო მომხსენებელი:

I ადგილი- ნატალი ხარაული ( სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის მოსწავლე)

II ადგილი- ლევან კიკაძე (სსიპ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)

III ადგილი-ნიკოლოზ პაპოშვილი (სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლე)

IV ადგილი-ალექსანდრე ტურიაშვილი (სსიპ ქალაქ რუსთავის 20-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)

V ადგილი- ლიზი კეჟერაშვილი (სსიპ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)

საუკეთესო მომხსენებლებსა და მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს საჩუქრებად წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.

დებატების ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 24 გუნდმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

აღსანიშნავია რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, საქართველოს მომავლის აკადემიასთან თანამშრომლობით წელს პირველად გამართა დებატების ჩემპიონატი.

ტურნირი გაიმართა პროექტის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში (RFSU)/ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.