დებატების ტურნირი 2022

2022 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ გამართული ფორმალური დებატების ჩემპიონატის ფინალი.

ფინალურ რაუნდში ერთმანეთს სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლისა და შპს სკოლა „თამარიონის“ გუნდები შეხვდნენ. დებატების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა შპს სკოლა „თამარიონის“ გუნდი.

გამარჯვებულებს - საბა ბოკუჩავა, ნიკოლოზ სამხარაძე, თეკლა ბახტურიძე და მათ პედაგოგს, მარიამ გვარამიას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები, თასები  და სამახსოვრო სიგელები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ტურნირის აკადემიურმა ხელმძღვანელმა,  ალექსანდრე ზიბზიბაძემ გადასცეს. 

ასევე გამოვლინდა ტურნირის ხუთი საუკეთესო მომხსენებელი:

I ადგილი- ლევან კიკაძე (სსიპ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)

II ადგილი- ლიზი კეჟერაშვილი (სსიპ თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლე)

III ადგილი- საბა ბოკუჩავა (შპს სკოლა „თამარიონის“ მოსწავლე)

IV ადგილი-თეკლა ბახტურიძე (შპს სკოლა „თამარიონის“ მოსწავლე)

V ადგილი- ალექსანდრე ზუკაკიშვილი (სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის მოსწავლე)

საუკეთესო მომხსენებლებსა და მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს საჩუქრებად წიგნის ვაუჩერები გადაეცათ.

დებატების ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 26 გუნდმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ტურნირი გაიმართა პროექტის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში (RFSU)/ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.