სიახლეები

06
აპრილი2021

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2020 წლის ანგარიში (გამოხატვისა და პრესის თავისუფლების ნაწილი)

წარმოგიდგენთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2020 წლის ანგარიშის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების ნაწილის არაოფიციალურ თარგმანს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ. ამ მხრივ გამორჩეულია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორისა და შემდგომში სხვა თანამშრომლების გათავისუფლების, აგრეთვე მათი შევიწროების ფაქტები.  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მედია კომპანიების მენეჯერების/მფლობელების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ დევნას და განსაკუთრებით გამოჰყოფს გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. ანგარიშში ასევე საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და თბილისის მერის მცდელობებზე, დაუპირისპირდნენ კრიტიკულ მედიას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები და ამ მხრივ გამოუძიებელი საქმეები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის უფლებათა შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მომზადების დროსაც ეყრდნობა იმ წყაროებს, რომელსაც მიიჩნევს სანდოდ.

ანგარიშის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.state.gov/reports/2020-country-reports-on-human-rights-practices/georgia/  

 

სხვა სიახლეები

არქივი

09 მაისი, 2021

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

05 მაისი, 2021

2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას

03 მაისი, 2021

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2021

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად