ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, ივნისი 2014 წელი

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამოსცა ივნისის თვის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც მიმოხილულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესი და საარჩევნო გარემო, გიგი უგულავას საქმის საინტერესო დეტალები, რეგიონულ მედიაზე ზეწოლის ფაქტი, „იმედის ფესტივალის“ ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები, ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტის დაკავების ფაქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა საკითხები, რომლებიც 2014 წლის ივნისის თვეში აქტუალური იყო ადამიანის უფლებათა კუთხით. 

 

ბიულეტენი გამოიცემა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის -„ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

 

ივნისის თვის საინფორმაციო ბიულეტენი