სიახლეები

09
ოქტომბერი2020

სასამართლო სისტემის რეფორმირების პირველი 10 ნაბიჯი

9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა სასამართლო სისტემის რეფორმირების 10 პუნქტიანი კონცეფციის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია. კონცეფცია შემუშავდა არასამთავრობო სექტორის მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების გათვალისწინებით. იგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ფუნქციურ და სისტემურ გაუმჯობესებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას და შიდა მმართველობის დემოკრატიული მექანიზმების შემოღებას

02
ოქტომბერი2020

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს, ასევე აუდიტის სამსახურს „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიე“, რომლის მიზანიც კრემლის კრიმინალური ჯგუფების მხილებაა, 24 და 31 აგვისტოს ორი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი.

28
სექტემბერი2020

ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის,  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის,  ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები

26
სექტემბერი2020

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პროკურატურის მხრიდან ადვოკატების დევნის თაობაზე

2020 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა[1] 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის ოჯახის ადვოკატის - მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალის სიყალბესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე. 

17
სექტემბერი2020

სასამართლომ მესაზღვრის უკანონო როტაცია ბათილად ცნო

დღეს, 2020 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება, სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმის, მანუჩარ მუმლაძის სამსახურებრივი და თანამდებობრივი როტაციის თაობაზე. მანუჩარ მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI-ის სტრატეგიული სამართალწამოების მიმართულების ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი  იცავდა.

08
სექტემბერი2020

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და  პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. 

04
სექტემბერი2020

GDI-ს განცხადება საქართველოს მოქალაქეებიისათვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების გამკაცრებაზე

GDI ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 2 სექტემბერს მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 1 იანვრიდან სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალავს შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, თუკი ისინი არ დააკმაყოფილებენ კანონში მითითებულ კრიტერიუმებს.

03
სექტემბერი2020

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო კამპანიას

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ქსენოფობიური/თურქოფობიური რიტორიკის გამო და მიიჩნევს, რომ პარტიის საქმიანობა შეიცავს ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს