სიახლეები

14
იანვარი2021

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.  სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.  

17
დეკემბერი2020

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებული სანქციების შესახებ

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა.

15
დეკემბერი2020

კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის ეხმიანება ნიკა გვარამიას განცხადებას მუქარის შესახებ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან.

10
დეკემბერი2020

ადამიანის უფლებები საქართველოში, 2020 წელი

წარმოგიდგენთ GDI-ს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის მიზანია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის მხრივ არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოკლე მიმოხილვა. დოკუმენტში განხილულია როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან, ასევე - კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები.

07
დეკემბერი2020

დადგენილების პროექტი, რომელიც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მოაწესრიგებს, პრობლემურია

კოალიცია ეხმიანება 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დადგენილების პროექტს, რომელმაც საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა მოაწესრიგოს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წესი ფორმალურად ვერ უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას, ასევე  მნიშვნელოვნად შეზღუდავს საბჭოს წევრებს აქტიურად იყვნენ ჩართულები გასაუბრების პროცესში და კანდიდატს დაუსვან შეკითხვები საკუთარი შეხედულებისამებრ.

28
ნოემბერი2020

„არა-ფობიას!“ განცხადება შობის ღამეს გამონაკლისის დაწესებაზე

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ. პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი.

27
ნოემბერი2020

კვლევის „მოსამართლეთა წინასაარჩევნო მიგრაცია“ პრეზენტაცია

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) გამართა კველევის „მოსამართლეთა წინასააარჩევნო მიგრაცია“ ონლაინ პრეზენტაცია.

18
ნოემბერი2020

სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან

8 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორს, გვანცა წულუკიძეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანთან საუბარი შეეხებოდა   სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს.