სიახლეები

19
მარტი2015

„საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის“ შეფასება

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ (შემდგომში სააგენტო), რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა შექმნილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის რელიგიის სფეროში საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობისთვის, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, „საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია“.

18
მარტი2015

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება მოხელეთა მიერ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ოფისებზე განხორციელებული თავდასხმასათან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2015 წლის 15 მარტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და  ა(ა)იპ ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ოფისებზე განხორციელებული თავდასხმას და ძალადობას პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და სათანადო პასუხისმგებლობაში მისცენ სამართალდამრღვევი პირები.

17
მარტი2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებით ვეხმაურებით თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

16
მარტი2015

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, იანვარი 2015 წელი

საქართველოს დემკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2015 წლის იანვრის თვის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენს.

06
მარტი2015

სამოქალაქო პლატფორმაში «არა ფობიას!» შემავალი ორგანიზაციების განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2015 წლის 18 თებერვალს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” გაკეთებულ კომენტარს, რომელიც ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და რასისტულ კონოტაციებს შეიცავდა კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისადმი.

02
მარტი2015

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, დეკემბერი 2014 წელი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2014 წლის დეკემბრის თვის ადამიანის უფელათა საინფორმაციო ბიულეტენს.

05
თებერვალი2015

გამოხატვის თავისუფლება და „შარლ ებდო“ - დისკუსია ბათუმში

2015 წლის  3 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან გამართა დისკუსია თემაზე: გამოხატვის თავისუფლება და „შარლი ებდო“.

04
თებერვალი2015

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ინიციატორი  - საქართველოს პარლამენტის წევრი  ირაკლი სესიაშვილი. აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი.  კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია.