სიახლეები

09
თებერვალი2013

განცხადება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ეხმიანება 2013 წლის 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობრივ ქმედებებსა და აგრესიის გამოვლინებას, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკის, ისე პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე.

01
თებერვალი2013

შენიშვნები და მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები გაუგზავნა.

28
იანვარი2013

განცხადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“[1]. მიგვაჩნია, რომ ხსენებული ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობაზე და გაზრდის  საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ხელყოფის საფრთხეს. ამავდროულად, ცვლილებათა ნაწილი შესაძლებელია დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისათვის.