სიახლეები

24
მაისი2013

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით რა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე,  მსგავსი სამწუხარო მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და მათ თანმდევ უარყოფით შედეგებზე.

17
მაისი2013

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის დამკვირვებელ ორგანიზაციათა პირველადი შეფასება

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

12
მაისი2013

განცხადება რესტორან „ლა ტრუფში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

როგორც მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, 2013 წლის 11 მაისის ღამის საათებში, თბილისში, რესტორან „ლა ტრუფში“,  ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელიც სტუმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პარლამენტის ორმა წევრმა, ყოფილმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ და სხვა პირებმა.

12
მაისი2013

განცხადება პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტთან დაკავშირებით

GDI მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტს.  იმავდროულად აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეს ხსენებული დანაშაულის ჩადენასთან.

06
მაისი2013

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას

არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაანადგურებენ და დაიცავდნენ მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და, ამავე დროს, აღკვეთენ ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები წარმოების დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას.

03
მაისი2013

განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, 2013 წლის პირველ მაისს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანის დაკავებასთან დაკავშირებით.

02
მაისი2013

განცხადება 2013 წლის პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ

2013 წლის პირველ მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა „ლაბორატორია 1918“-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა დაკავება, რის მიზეზადაც პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევა დასახელდა.

18
აპრილი2013

არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ

2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.