სიახლეები

12
მაისი2013

განცხადება პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტთან დაკავშირებით

GDI მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული დანაშაულის გახსნის ფაქტს.  იმავდროულად აუცილებლად მიგვაჩნია გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეს ხსენებული დანაშაულის ჩადენასთან.

06
მაისი2013

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებას

არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაანადგურებენ და დაიცავდნენ მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს და, ამავე დროს, აღკვეთენ ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები წარმოების დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას.

03
მაისი2013

განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, 2013 წლის პირველ მაისს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანის დაკავებასთან დაკავშირებით.

02
მაისი2013

განცხადება 2013 წლის პირველ მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ

2013 წლის პირველ მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა „ლაბორატორია 1918“-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა დაკავება, რის მიზეზადაც პოლიციის უფლებამოსილი პირების მიერ აქციის მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევა დასახელდა.

18
აპრილი2013

არასამთავრობოები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს აფასებენ

2013 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.

30
მარტი2013

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას  ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო, რომლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

24
მარტი2013

განცხადება ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

2013 წლის 11 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით. დასკვნა მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიის მიერ.

18
მარტი2013

GDI-სა და ფონდ ALPE-ს ერთობლივი განცხადება

გასულ კვირას, სატელევიზიო ეთერით რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მაღალი თანამდებობის და კერძო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული შემთხვევები განსხვავებული ხასიათის გახლდათ. ერთ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით.