სიახლეები

10
თებერვალი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება გია გორგაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვხატავთ 2014 წლის 7 თებერვალს მოქალაქე გია გორგაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.

03
თებერვალი2014

ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვასა და პირადი ცხოვრების უფლების შესახებ

2014 წლის 1-2 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  თელავში სტუდენტებისთვის გამართა ტრენინგი დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების  უფლების შესახებ. ტრენინგზე განხილულ იქნა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო სტანდარტები და შიდა კანონმდებლობა, დისკრიმინაციის ნიშნები და ასევე დისკრიმინაციისგან დამცავი ნორმები.  ტრენინგს უძღვებოდნენ  ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტები გიორგი მშვენიერაძე და ბესარიონ ბოხაშვილი.

02
თებერვალი2014

დისკუსია თელავში ტოლერანტობის თემაზე

2014  წლის 2 თებერვალს, თელავის “მედია კაფეში“  გაიმართა დისკუსია ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და სამოქალაქო განათლების სპეციალისტი ნინო ერემაშვილი.

01
თებერვალი2014

დისკუსია გურჯაანში

2014 წლის 1 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა“ დისკუსია გამართა ჟურნალისტებისთვის გურჯაანში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში. დისკუსიის თემა იყო დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა.

24
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia) და მედიის განვითარების (MDF) ფონდი უკიდეურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ “ტელეარხი 25”- ის დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი სურმანიძის და ტელერახის მფლობელ ჯემალ ვერძაძის მიერ მოწოდებული ონფორმაციის გამო, სადაც ისინი მიუთითებენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.

17
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება

ხელმომწერი არასამთავორობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან  არასათანადო რეაგირების გამო.

17
იანვარი2014

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს

2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების – იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.

28
დეკემბერი2013

MDF-ისა და GDI-ის ერთობლივი განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი, MDF და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო. ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონმდებლობით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს 3 კანდიდატის ნაცვლად, მხოლოდ 1 წევრის ნომინორება მოახდინა, ხოლო საპარლამენტო სესიაზე მეურვეთა კანდიდატების ნახევარს მხარი არ დაუჭირა, ბადებს ლეგიტიმურ შეკითხვებს, თუ რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული საპარლამენტო უმრავლესობას მის მიერ შემოთავაზებული ახალი  მოდელის პრაქტიკული მხარე, როცა შესაბამისს საკანონმდებლო ცვლილებებს ამტკიცებდა.