სიახლეები

28
ოქტომბერი2014

ვენეციის კომისიის დასკვნები საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვილებებთან დაკავშირებით

2014 წლის 10-11 ოქტომბერს, რომში გამართულ მე-100 პლენარულ სესიაზე, კანონის მეშვეობით დემოკრატიისათვის ევროპულმა კომისიამ (შემდეგში „ვენეციის კომისია“), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ადამიანის უფლებათა დირექტორატთან (შემდეგში „დირექტორატი“) ერთად, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიმართვის საფუძველზე, მიიღო ერთობლივი დასკვნები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

27
ოქტომბერი2014

ქალთა მიმართ ძალადობაზე ერთობლივი რეაგირების შესახებ – “არა ფობიას!” წევრების განცხადება

სამოქალაქო პლატფორმაში “არა ფობიას!” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ვთვლით, რომ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და ფემიციდის ფაქტების შემაშფოთებელი ტენდენცია როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების და მთელი საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

23
ოქტომბერი2014

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.

22
ოქტომბერი2014

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა

2014 წლის 30 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი ზოგადად მიმართულია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისაკენ და ემსახურება საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.

21
ოქტომბერი2014

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივი განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2014 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც დააკავეს აქციის 7 მონაწილე, მათ შორის, ჟურნალ „ტაბულას“ ფოტოკორესპოდენტი. 

20
ოქტომბერი2014

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივი განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ საკუთარ Facebook გვერდზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია მისი პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაზე.

02
ოქტომბერი2014

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, მედიის განვითარების ფონდის და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთობლივი განცხადება

2014 წლის 30 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისზე ახალგაზრდული გაერთიანება „თავისუფალი თაობის“ მხრიდან განხორციელდა ჯგუფური თავდასხმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს მიადგათ ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა ოფისის ინფრასტრუქტურა.

24
სექტემბერი2014

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ბიულეტენი, აგვისტო 2014 წელი

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამოსცა 2014 წლის აგვისტოს თვის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენებს და საკითხებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.