სიახლეები

29
აგვისტო2013

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ

26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მეჩეთის მინარეთის მოშლითა და ძალოვნების მიერ მუსლიმი მოსახლეობის ფიზიკური შეურაცხყოფით უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები.

26
აგვისტო2013

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ

ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია.

23
აგვისტო2013

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურას წარადგენენ

თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის” პროექტის ხელმძღვანელია.

10
აგვისტო2013

სასწავლო კურსი პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან“ პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“.

05
აგვისტო2013

არასამთავრობოების განცხადება გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე

როგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა,  რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.

22
ივლისი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ზუგდიდში 20 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომხდარ ინციდენტზე არაადეკვატური რეაგირების გამო. 

18
ივლისი2013

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევარის ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2013 წლის პირველ ნახევარში  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა თემატიკას და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საკითხებს. იმავდროულად ანგარიშში ასახულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც მართალია საანგარიშო პერიოდს სცდება, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნიეთ ამ თემების განხილვა მოცემული ანგარიშის ფორმატში.

15
ივლისი2013

GDI-ის განცხადება მიქაუტაძის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებს, მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავებასთან, მის მიმართ არაადამინური და დამამცირებელი მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.