სიახლეები

10
აგვისტო2013

სასწავლო კურსი პრაქტიკოსი ჟურნალისტებისთვის

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან“ პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება“.

05
აგვისტო2013

არასამთავრობოების განცხადება გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე

როგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა,  რასაც შედეგად ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა.

22
ივლისი2013

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ზუგდიდში 20 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს 2013 წლის 20 ივლისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ბათუმში განვითარებული მოვლენებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომხდარ ინციდენტზე არაადეკვატური რეაგირების გამო. 

18
ივლისი2013

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2013 წლის პირველი ნახევარის ანგარიში

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოგიდგენთ 2013 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2013 წლის პირველ ნახევარში  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა თემატიკას და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის საკითხებს. იმავდროულად ანგარიშში ასახულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც მართალია საანგარიშო პერიოდს სცდება, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებლად მივიჩნიეთ ამ თემების განხილვა მოცემული ანგარიშის ფორმატში.

15
ივლისი2013

GDI-ის განცხადება მიქაუტაძის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებით

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებს, მამუკა მიქაუტაძის უკანონო დაკავებასთან, მის მიმართ არაადამინური და დამამცირებელი მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს.

11
ივლისი2013

GDI-ის მოსაზრებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

2013 წლის 04 ივლისს საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად წარდგენილ იქნა კანონპროექტი  „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში და დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას, რომელიც  მოწმის დაკითხვას  დასაშვებად მხოლოდ სასამართლოს წინაშე მიიჩნევს, ნაცვლად 2013 წლის 01 სექტემბრისა 2014 წლის 01 დეკემბრიდან ითვალისწინებს.

01
ივლისი2013

GDI –ის განცხადება 2013 წლის 28 ივნისს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მომხდარი ფაქტის შესახებ

დედოფლისწყარის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში არსებული დაპირისპირების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივ მაცხოვრებელთა მხრიდან ამავე სოფელში მცხოვრები მუსლიმთა მიმართ გამოვლენილი ძალდობით, არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და მოვუწოდეთ სახელმწიფოს გაეტარებინა ეფექტური ღონისძიებები ადგილობრივ მუსლიმთა უფლებების დასაცავად.

29
ივნისი2013

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით

სოფელ სამთაწყაროში გუშინ განვითერებული მოვლენების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.