სიახლეები

23
მაისი2022

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მონაწილეობით ავტოავარიის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს

GDI მიმართავს პროკურატურას და იმ ავტოავარიის გამოძიების საქმის მასალების გადაცემას ითხოვს, რომელშიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც მონაწილეობდა. პროკურატურის ინფორმაციით საქმეზე გამოძიება შეწყვეტილია, შესაბამისად არ არსებობს მასალების, როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 

20
მაისი2022

კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება  ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

20
მაისი2022

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სამოქალაქო აქტივისტის უკანონო დაკავებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით სამართალდამცავების მხრიდან მოძრაობა ”სირცხვილიას” აღმასრულებელი დირექტორის, აქტივისტ გიორგი მჟავანაძის, უკანონო დაკავების, მის წინააღმდეგ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და  ძალადობის  ფაქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

18
მაისი2022

პროკურატურის გამოძიება ე.წ. მოსმენების საქმეზე ეფექტიანად არ მიმდინარეობს

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და სხვა პირთა შესაძლო უკანონო   ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და, მიგვაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავს.

17
მაისი2022

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის შესახებ

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს.

17
მაისი2022

17 მაისი - ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

GDI ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.

15
მაისი2022

მედიის კოალიციის განცხადება ნიკა გვარამიას საქმის შესახებ

2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს განაჩენი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას [1] და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ [2] წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

07
მაისი2022

პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური სიტყვის უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას

GDI ეხმაურება აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიანი შეკრების დაშლასა და აქციის მონაწილეების დაკავებას. ხელისუფლება, პოლიციის გამოყენებით აგრძელებს მისთვის მიუღებელი პოლიტიკური სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების უკანონო, რეპრესიული გზით ჩახშობას.