სიახლეები

31
მარტი2017

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშების პრეზენტაცია

2017 წლის 31 მარტს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) გამართეს ანგარიშების: „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ (GDI) და „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები“ (HRC)  პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) PROLoG და USAID ფინანსური მხარდაჭერით. 

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ანგარიში მოამზადა დემოკრატ მესხთა კავშირთან” (UDM) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან (GRMA) პარტნიორობით .

პროექტის განხორციელებამ ცხადყო, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლავ აქტიურად დგას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი შეზღუდვის და დისკრიმინაციის საკითხი. კერძოდ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ურთიერთობის ეფექტიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შეფერხება ენობრივი ბარიერის გამო. დღემდე ზოგ რეგიონში არ არის აღმოფხვრილი უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობის პრობლემა მათთვის გასაგებ ენაზე საარჩევნო ბიულეტენების უზრუნველყოფის კუთხით. ასევე, იკვეთება სახელმწიფო მხრიდან რელგიური უმცირესობების აშკარა დისკრიმინაციის შემთხვევები. როგორიცაა, მოხის ყოფილი მეჩეთის შენობის დღემდე გადაუჭრელი პრობლემა, მოხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ მოსწავლე თეონა ბერიძისთვის სკოლაში რელიგიური თავსაფრის ტარების აკრძალვა და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირდაპირი მიზანი ქალთა უფლებებზე მუშაობა არ ყოფილა, GDI-მა საჭიროდ ჩათვალა ანგარიშში აესახა ინფორმაცია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. პროექტის ფარგლებში გამოვლენილ მნიშვნელოვან სამართლებრივ, ძირითადად კანონის წინაშე თანასწორობის პრობლემებზე, სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით GDI-ის იურისტების მიერ მომზადდა საკონსტიტუციო სარჩელები,  და საკანონმდებლო წინადადებები.

ანგარიშის სრული ვერსია

 

ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები(HRC)

ქვემო ქართლი, კახეთი

პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა  პრობლემები, რომლებიც  აფერხებენ ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და მათ მისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე.ქვემო ქართლი, კახეთი

ქალთა მიმართ ძალადობის 20 საქმეზე, რომელიც ორგანიზაციამ აწარმოა ადგილობრივ საერთო სასამართლოებში, იკვეთება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და გადაცდომის ფაქტები, ასევე ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოძიების სსკ-ის სპეციალური მუხლებით დაწყება კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

ძალადობის გამომწვევ ფაქტორებში სჭარბობს გენდერული სტერეოტიპები, ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, პატრიარქალური დამოკიდებულებები ქალთა უფლებების შესახებ და ქალთა ინფორმირებულობის დაბალი დონე მათი უფლებების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადრეული ქორწინების პრობლემა და ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე. მოძალადეების ნაწილს შეადგენდნენ უმუშევრები ან ფინანსური პრობლემების მქონე მამაკაცები.

ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერით გამოწვეული კანონისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუციების შესახებ ცოდნის სიმწირე, რის გამოც მათ არ გააჩნიათ  განათლების, საკუთრების უფლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვება წარმოადგენს. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირები, ხშირ შემთხვევაში, არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს ან ხელოვნურად აჭიანურებენ ნებართვის გაცემის პროცესს.

 

ანგარიში მომზადდა ოექტების -  „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ და „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI-PROLoG) მხარდაჭერით.

საინფორმაციო ბიულეტენები

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სხვა სიახლეები

არქივი

29 აპრილი, 2017

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების განცხადება ზაქარია ქუცნაშვილის სიძულვილის ენის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2017

კოალიცია ეხმაურება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას

26 აპრილი, 2017

„არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციების განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური კონფესიებისგან სასულიერო პირების პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობის თაობაზე

10 აპრილი, 2017

მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ქორწინებასთან დაკავშირებით