სიახლეები

19
მაისი2017

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეხვედრები ნინოწმინდაში, ახალციხეში, ახალქალაქში, ხულოსა და შუახევში

2017 წლის 13, 14 და 15 მაისს GDI-იმ ნინოწმინდაში, ახალციხეში, ახალქალაქში, ხულოსა და შუახევში შეხვედრები გამართა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტით „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“  დაგეგმილი აქტივობების შესახებ  ინფორმაციის  მიწოდება, იმ თემის ახალგაზრდა წარმომადგენლების შერჩევა, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან GDI-ში და აქტიურად ჩაერთვებიან საკუთარ თემში პროექტის აქტივობებში.

პროექტში მონაწილეობისა და შერჩევის მიზნით შეხვედრები ასევე გაიმართა იმ ადვოკატებთან, რომლებიც საქმიანობენ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში და პარტნიორობისთვის შეირჩა 8 ადვოკატი.

შეხვედრები გაიმართა პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში ააიპ  „ჩართულობის და განვითარების ცენტრთან“ პარტნიორობით, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ახორციელებს East-West Management Institute (EWMI), PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის გეოგრაფია მოიცავს ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს.