სიახლეები

06
აპრილი2017

კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

კოალიცია აქტიურად აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს საბჭოში არსებული პრობლემების დაძლევას დამოუკიდებელი, ობიექტური, თანმიმდევრული და პრინციპული წევრების შერჩევით.

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას ნომინირებულ კანდიდატებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი, დეტალური ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

ასევე, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მომავალ კანდიდატებს, მოსამართლეთა კონფერენციას და საზოგადოებას საკუთარი ხედვის პრეზენტაციისას წარუდგინონ მოსაზრებები მათ შორის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:

  • რა გამოწვევების წინაშე დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭო და როგორ უნდა მოხდეს საბჭოს საქმიანობის გაუმჯობესება;
  • საჭიროა თუ არა საბჭო ასაბუთებდეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილები ექვემდებარებოდეს სამართლებრივ რევიზიას;
  • რა მიმართულებებით საჭიროებს ცვლილებას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემები;
  • რა უნდა გაკეთდეს მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და ხელისუფლების სხვა შტოებისგან, ისევე როგორც სისტემის შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფებისგან დასაცავად;
  • რა პროცედურით უნდა ხდებოდეს სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობაზე გამწესება და რა უნდა იყოს თავმჯდომარეთა როლი სასამართლო სისტემაში; 

კოალიცია მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრობის კანდიდატებს დაუსვას შესაბამისი კითხვები სასამართლო სისტემაში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ ხედვასა და ღირებულებებს.

 

სხვა სიახლეები

არქივი

19 თებერვალი, 2018

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედია საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

14 თებერვალი, 2018

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კოალიციის შეფასება

07 თებერვალი, 2018

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისას საბჭოს წევრის აცილების და გასაუბრებების დახურვის შემთხვევებმა ტენდენციის სახე მიიღო

05 თებერვალი, 2018

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს