სიახლეები

09
იანვარი2015

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” განცხადება ორგანიზაცია “იდენტობა”-ს მიმართ განხორციელებულ მუქარაზე

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” და მისი წარმომადგენლის, ირაკლი ვაჭარაძის მიმართ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების თაობაზე, რომელიც ი. ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონის სრული სიმკაცრით, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ განცხადებების ავტორების მიმართ და დაიცვას ორგანიზაცია “იდენტობას” წევრების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ი.ვაჭარაძის ან “იდენტობას” თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობა  დაეკისრება სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნული განცხადებების კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს: ვაჭარაძეს მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს წინააღმდეგ შემთხვევაში კარებზე მივუკაკუნებთ”, ირაკლი ვაჭარაძე - მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთიდენტობაარ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაც კონტროლირებად-ექსტრემიუსტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო !!! ჩვენთან არს უფალი!” რასაც მოყვება სხვა პირების აგრესიული კომენტარები, მათ შორის, ი.ვაჭარაძის სიცოცხლის მოსპობის თაობაზე.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლადო სადღობელაშვილმა შაბათისთვის დააანონსა საპროტესტო აქცია “იდენტობას” ოფისთან, ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნით.

ი.ვაჭარაძის თქმით, მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობს ასევე გიორგი გაბედავა, რომელიც უგზავნის მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს,  უთითებს ვაჭარაძის საცხოვრებელ მისამართს, ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახზე თავდასხმით.

მიგვაჩნია, რომ ირაკლი ვაჭარაძისა და ორგანიზაცია ,,იდენტობას“ მიმართ, შესაძლოა, ხორციელდებოდეს მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ირაკლი ვაჭარაძისა და ორგანიზაცია “იდენტობას” თანაშრომლების  უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დასაცავად.

ამასთან, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რათა ამ უფლების განხორციელება მოქალაქეებს სხვადასხვა დაჯგუფებების მხრიდან დევნის და მით უმეტეს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეთ. 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო (TI) 

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI)

კავშირი “საფარი”

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

სხვა სიახლეები

არქივი

22 ივნისი, 2018

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას მთავარი პროკურორის არჩევა ახალი, რეფორმირებული წესით მოხდეს

19 ივნისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე

14 ივნისი, 2018

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

12 ივნისი, 2018

"კოალიცია თანასწორობისათვის" ეხმაურება თეა წულუკიანის დისკრიმინაციულ განცხადებას ტრანსგერდერ ადამიანებთან დაკავშირებით