სტრატეგიული სამართალწარმოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ერთერთ პრიორიტეტად მიიჩნევს სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას. სტრატეგიული სამართალწარმოების მიზანია ორგანიზაციის მიერ სამართლისა და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეთა შერჩევა და ამ ტიპის საქმეებზე დაინტერესებული პირებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ახორციელებს წარმომადგენლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.